არჩევნებიდან მოხსნილი და დაცვის გარეშე დარჩენილი ვლადიმერ ბედუკაძე

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

ცესკომ ცენტრისტების პოლიტიკური გაერთიანება რეგისტრაციიდან მოხსნეს.

ციხის კადრების ავტორსა და ცენტრისტების ლიდერს, ვლადიმერ ბედუკაძეს, კი დღეს ის სახელმწიფო დაცვაც მოუხსნეს, რომელითაც 3 წლის განმავლობაში სარგებლობდა.

რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დოკუმენტს ხელს ცესკოს თავმჯდომარე აწერს. დაცვით სარგებლობის უფლება კი გლდანის ციხის ყოფილ თანამშრომელს მთავარმა პროკურორმა შეუჩერა.

თამარ ჟვანია საჯარო რეესტრის მიერ გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე აპელირებს, რომლის მიხედვითაც, ბედუკაძე – ხაჩიშვილის პოლიტიკური გაერთიანება დარღვევებით არის რეგისტრირებული. ცენტრისტების ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაშიც შანსი აღარ დარჩათ არჩევნებში მონაწილეობის, რადგან მათთვის ცესკოში რეგისტრაციის ვადა დასრულებულია.

ახლა ბედუკაძე ახალ პოლიტიკურ პარტნიორებს ეძებს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : ლევან კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : საპარლამენტო უმრავლესობას ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ აქვს