გია ვოლსკი : ლევან კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკი აცხადებს, რომ ლევან კობიაშვილის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მის მაჟორიტარ კანდიდატობასთან შეუსაბამო არ არის.

როგორც ვოლსკიმ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ლევაბ კობიაშვილის შემთხვევაში საარჩევნო კოდექსი არ ირღვევა.

“არანაირი შეუსაბამობა არა არის კობიაშვილთან მიმართებაში. მაგალითად, ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა და თან – პარლამენტის წევრი. არ ვიცი, ფედერაციის წესდებაში რა წერია, თუმცა როგორც ვიცი, კანონი, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ამით არ ირღვევა”,-აღნიშნა ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, ლევან კობიაშვილი “ქართული ოცნების” ღირსეული წარმომადგენელია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი “ქართულმა ოცნებმა” მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიგონიოში ორ სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
შემდეგი სტატიაარჩევნებიდან მოხსნილი და დაცვის გარეშე დარჩენილი ვლადიმერ ბედუკაძე