გია ვოლსკი : საპარლამენტო უმრავლესობას ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობას ბიუროს სხდომაზე მისვლის პრობლემა არ აქვს, – ასე უპასუხა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ კითხვას, რომელიც ბიუროს 17 აგვისტოს სხდომას შეეხებოდა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, პრობლემა არც ბიუროს ორშაბათის სხდომაზე მისვლა იყო, თუმცა გარკვეული პირობების გამო ვერ მოხერხდა.

„ჩვენ ბიუროზე მისვლის პრობლემა არ გვაქვს და ყოველთვის კონსტრუქციულები ვიყავით საქმიანობაში. კონსტრუქციულები ვიყავით ორშაბათსაც, როდესაც ვთქვით რომ გარკვეული პირობების გამო ვერ შევძლებდით ბიუროზე მისვლას. საკმაოდ ადრე იყო ამაზე შეტყობინება, რომ არ შეგვექმნა რაღაც სკანდალის მსგავსი სიტუაცია. საორგანიზაციო განყოფილებამ ზუსტად იცოდა ეს ინფორმაცია”,- აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ბიუროს სხდომა ორშაბათს კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებიდან მოხსნილი და დაცვის გარეშე დარჩენილი ვლადიმერ ბედუკაძე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს ზიანს მიაყენებს, აღიკვეთება