კიევის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა

კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ კიევის რეგიონის დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

კიევის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსი კულებას ცნობით, კიევში 5 სხვადასხვა აფეთქებისას, რუსულმა ძალებმა 20-ზე მეტი ჭურვი გაისროლეს. ჭურვი მათ შორის, სამხედრო დაწესებულებასაც მოხვდა.

„მტერმა ვიშგოროდის რაიონში დილით, დასახლებაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მიზანში ამოღებულ ინფრასტრუქტურას ესროლეს“, – წერს კულება.

banner
წინა სტატიაშირუსებს შეუძლიათ მაცივრები მოიპარონ, მაგრამ არა ჩვენი ისტორია – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაარც კი ვიცით, ნიკა მელიას რა უნდა, ხშირად დამიჭერია საკუთარი თავი, რომ მელიასთვის დიდი ხანი მისმენია და საბოლოოდ ვერ გავიგე, რაზე საუბრობდა, ასეთი დიდი პარტიისთვის უფრო სერიოზული ლიდერი წარმომიდგენია – რაქვიაშვილი