არავის არ მივცემთ საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების – შს მინისტრი

არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების – ეს განცხადება, შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი გახარია ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდი არჩევნების მოგებას ზეწოლისა და მოსყიდვით ცდილობს.

შს მინისტრი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გააკეთონ არჩევანი. მისივე განცხადებით, შეფასდება მდგომარეობა ყველა საარჩევნო ქალაქში, რის შემდეგაც გადაწყდება, პოლიციის რა რაოდენობა იქნება წარმოდგენილი არჩევნების დღეს. შს მინისტრი ამბობს, რომ უწყება მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების არჩევანის გამოხატვის თავისუფლებას.

“არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციით მოხდეს დისკრედიტაცია არჩევნების. ყველას მოვუწოდებთ მისცენ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მშვიდად გამოხატონ არჩევანი. ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ასევე მარნეულში, ზესტაფონში, და დამკვირვებლებთან ერთად გადავწყვეტთ რა რაოდენობით უნდა იყოს პოლიცია წარმოდგენილი.

კიდევ ერთხელ იმეორებ, რომ შინაგან საქმეთა მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ არჩევანის გამოხატვის თავისუფლება,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაში,,თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა”-თალაკვაძე სამადაშვილს
შემდეგი სტატია“პოლიცია არ იგვიანებს არსად, მერწმუნეთ ამაში”-გახარია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს