,,თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა”-თალაკვაძე სამადაშვილს

region
: region მაისი 14, 2019 14:07

,,თუ მოინახულეთ მოხუცები, რომლებიც „ღიმილიან საქართველოში“ გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა”-თალაკვაძე სამადაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს სიცრუის გავრცელებაში დაადანშაულა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველო 100%-ით ევროპული სახელმწიფო გახდა და ეს განცხადება დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა გააკეთა.

„ჟან-კლოდ იუნკერის ამ განცხადებაზე განსაკუთრებით მინდა, მივაპყრო სალომე სამადაშვილისა და გიორგი კანდელაკის ყურადღება. ერთის იმიტომ, რომ ჩაატარა ბრიფინგი და მედიას აჩვენა არარსებული დოკუმენტი ელჩების სახელით ისე, რომ მცირე უხერხულობაც არ უგრძვნია და დღესაც აგრძელებს ამ ნარატივს. რეალურად თქვენ ჩაატარეთ ბრიფინგი არარსებულ განცხადებაზე, რომელიც არ გამოქვეყნებულა და ისაუბრეთ იმაზე, რაც ელჩებს რეალურად არ გაუკეთებიათ განცხადების სახით. ასევე მინდა მივმართო ბატონ კანდელაკს, რომელსაც ერთი შეფასებაც არ გაუკეთებია მაშინ, როცა არარსებულ საკითხებს ეხმაურება და ევროპას ატყობინებს ხოლმე. ერთი შეფასებაც კი არ გაუკეთებია ბატონი სააკაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც სააკაშვილმა დასავლეთი შეადარა რუსეთს და დაადანაშაულა საქართველოს მიმართ და რეგიონის მიმართ კოლონიალისტურ ინტერესებში. აი, ეს არის თქვენი რეალობა. ქალბატონი სამადაშვილი საუბრობდა მოხუცებზე და ღიმილიან მოხუცებზე. ქალბატონო სალომე, თქვენი სტილია ეს, რასაც თქვენი პარტია აშავებდა, სხვას დააბრალოთ. ის მოხუცებულები თუ მოინახულეთ, მაინტერესებს, რომელიც თქვენი ხელისუფლების პერიოდში ღიმილიან საქართველოში გყავდათ ჩართული და მერე როგორც დატოვეთ, მთელმა საქართველომ ნახა. გირჩევთ, ის მოხუცები ერთხელ მაინც მოინახულოთ, როცა ხელისუფლებაში თუნდაც აღარ ხართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

region
: region მაისი 14, 2019 14:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,749
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics