არასამთავრობოების ინფორმაციით, სოფელ მეტეხში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა
არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევანის“ წარმომადგენლის ბესიკ დონაძის განცხადებით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ბესიკ დონაძე აცხადებს, მეტეხის დევნილთა ჩასახლებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ ხმა მმართველი პარტიის კანდიდატს მისცენ.
მისივე განცხადებით, ეს არის კანონდარღვევა და მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ცესკოს.
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ რაიმე დარღვევის შესახებ ჯერჯერობით არც ინფორმაცია და არც საჩივარი არ შესულა.