სოფელ ზემო ფარცხამის ხიდს 2008 წლის ომში დაღუპული მერაბ ახობაძის სახელი მიენიჭება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფარცხამის ხიდს 2008 წლის ომში დაღუპული კაპიტნის, მერაბ ახობაძის სახელი მიენიჭება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელში დღეს მინისტრი თინა ხიდაშელი ჩავა.

მინისტრი მერაბ ახობაძის ოჯახს სიმბოლურად, საქართველოს სახელმწიფო დროშას გადასცემს.

გარდა ამისა, თინა ხიდაშელი ჩოხატაურში ახალგაზრდებსაც შეხვდება. თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრებს და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხებს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების ინფორმაციით, სოფელ მეტეხში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიააფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ვითარების დაძაბვისთვის