არასამთავრობოები პრეზიდენტს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას კონსულტაციებს სთავაზობს. არასამთავრობო ორგანიზაციები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას აპროტესტებენ.

მათ დღეს თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით 5 ქალაქში საგანგებო ბრიფინგები გამართეს.
სამოქალაქო სექტორი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, დანიშნოს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნები, რათა ვერ მოხერხდეს მმართველი გუნდის ინიციატივის სისრულეში მოყვანა.
„მივმართავთ აუცილებლად პრეზიდენტს, რომელსაც ერთ-ერთ, შესაძლოა ერთადერთ გამოსავლად შევთავაზებთ, დანიშნოს დღესვე თვითმმართველობის არჩევნები. როდესაც დღეს არსებული თვითმმართველობის პირობებში გამოცხადდება თვითმმართველობის არჩევნები, ეს ნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ მოცემულობით, რომლებშიც გამოცხადდა არჩევნები. შესაბამისად, ყველა შემდგომი გადაწყვეტილება, თუკი ასეთი იქნება მიღებული, შეიძლება, ამოქმედდეს მხოლოდ 2022 წელს,“ – განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ არ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა დაუყოვნებლივ”- ნანუაშვილი
შემდეგი სტატია“თქვენი უწყება უუნარო აღმოჩნდა”- თინათინ ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართავს