“ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ არ მოხდა ფარცხალაძის დაკითხვა დაუყოვნებლივ”- ნანუაშვილი

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ მთავარ პროკურორსა და სახელმწიფო აუდიტის ხელმღვანელს შორის მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატმა ფარცხალაძე-თორდიას საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. უჩა ნანუაშვილმა იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნული საქმის გამოძიებაშია. ნანუაშვილის განცხადებით, ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ დაიკითხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაუყონებლივ.
„ფარცხალაძის დაკითხვა მხოლოდ გუშინ მოხდა და ბევრ კითხვას აჩენს ის, თუ რატომ არ მოხდა დაუყოვნებლივ მისი დაკითხვა. როცა ერთ-ერთი კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელი განცხადებას აკეთებს, ვფიქრობ, რომ ამ განცხადებაზე რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო. ჩვენ გამოძიებას თვალ-ყურს მივადევნებთ. ძალიან ბევრ საკითხზე ინფორმაცია ცოტა ხანში გვექნება და ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა. იმედი მაქვს, ეს გამოძიება გონივრულ ვადაში დასრულდება, თუ რა თქმა უნდა, ეს გამოძიება არ დასრულდა და კიდევ ერთი გაწელილი საქმე არ მივიღეთ. დღის წესრიგში სხვა ფორმატში ამ საქმის შესწავლის აუცილებლობა დგება. მათ შორის, შესაძლოა, დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა იყოს. ვფიქრობ, რომ ჯერ გამოძიებას კიდევ რამდენიმე დღე უნდა მივცეთ“- განაცხადა ნანუაშვილმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას ფიზიკური შეურაცხყოფა 13 მაისს მიაყენეს. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.

banner
წინა სტატიაშიმშვიდობიანი მოქალაქეები ხელისუფლებამ მიატოვა – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პრეზიდენტს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ