“თქვენი უწყება უუნარო აღმოჩნდა”- თინათინ ხიდაშელი გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართავს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი შინაგან საქმეთა მინისტრს ღია წერილით მიმართავს და გიორგი მღებრიშვილს ოკუპაციის კანონის დაცვასთან დაკავშირებით რჩევებს სთავაზობს:

ბატონო გიორგი,

მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტის დროს განვითარებული სამწუხარო მოვლენების გამო, როდესაც თქვენი უწყება, უბრალოდ, უუნარო აღმოჩნდა აღესრულებინა ქვეყნის კანონი, თავიდან აეცილებინა ჩვენს ქვეყანაში მკვეთრად ანტიქართული, ჩვენი ქვეყნის დეზინტეგრაციის მომხრე პოლიტიკოსის ვიზიტი და შეურაცხმყოფელი განცხადებები, თავი ვალდებულად მივიჩნიე, მოგმართოდ წინამდებარე განცხადებით და მოგაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია.

დასაწყისშივე ცალსახად უნდა მიგითითოთ:

პუნქტი 1:

კანონი ირღვევა არა საქართველოს საზღვრის თბილისის აეროპორტში გადმოკვეთის დროს, არამედ საქართველოს საზღვრის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ გადმოკვეთის დროს.

პუნქტი 2:

დანაშულის ფაქტის დადგენა სწორედ მას-მედიით გავრცელებული ცნობებით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად უნდა აღიძრას საქმე და დაიწყოს წარმოება.

პუნქტი 3:

თბილისის აეროპორტში საზღვრის გადმოკვეთის მომენტში, დაკავების მიზეზი დანაშაულზე წასწრება კი არ ხდება, არამედ უკვე, მანამდე ჩადენილი დანაშაულის გამო დაკავება.

პუნქტი 4:

პასპორტში ბეჭედი არაფერს ამტკიცებს ან უარყოფს. უკვე არსებული ინფორმაცია და გავრცელებული ცნობები, ფოტო-მასალა ადგილიდან და ინტერვიუები სოხუმსა და ცხინვალში ადასტურებს დანაშაულის ჩადენას, შესაბამისად განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას.

აღნიშნულ წერილში საიდუმლო არაფერია, ისევე, როგორც საიდუმლო არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბატონი ლუჟკოვის ვოიაჟები, ქვემოთ მითითებული ყველა ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტ სივრცეში. ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო თქვენს უწყებას აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა არ აღმოაჩნდა და მხოლოდ ბატონი ლუჟკოვის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაარკვია მისი ე.წ. შავ სიაში შეყვანის საკითხი. შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით გიგზავნით ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცნობილი ადამიანის ერთი ოცეულის ვიზიტის შესახებ. ოცეული მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ადამიანებისა, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს პერიოდულად სტუმრობს და გამოირჩევა ანტიქართული რიტორიკითა და მოქმედებით.

იმედია, მათი და მრავალი ასეული სხვა მსგავსი პირის ჩვენს საზღვრებთან გამოჩენამდე მიიღებთ შესაბამის ზომებს პრევენციისთვის.

ეს ადამიანები, და იური ლუჟკოვის მაგალითზე ეს საუკეთესოდ გამოჩნდა, არა მხოლოდ კანონდამრღვევები არიან, არამედ, რუსული რბილი ძალის ამოცანების საუკეთესო გამავრცელებლები.

1. ვლადიმერ პუტინი – რუსეთის პრეზიდენტი
http://www.civil.ge/geo/article.php...2. სერგეი ლავროვი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
http://netgazeti.ge/news/188071/3. გრიგორი კარასინი – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
http://www.civil.ge/geo/article.php…
http://ghn.ge/com/news/view/570284. კონსტანტინ ზატულინი – რუსეთის დუმის წევრი, დსთ-ს საკითხებში დუმის თავმჯდომარის მოადგილე
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/…5. ბორის გრიზლოვი – რუსეთის ფედერაციის დუმის ყოფილი თავმჯდომარე
http://www.civil.ge/eng/article.php…6. სერგეი ნარიშკინი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
http://www.interpressnews.ge/geo/ko…7. სერგეი შოიგი – რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი
http://civil.ge/geo/article.php?id=…8. იგორ ზუბოვი – რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
http://kvira.ge/1701989. რაშიდ ნურგალიევი – რუსეთის ფედერაციის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
http://1tv.ge/ge/news/view/50987.ht…10. იური ჩაიკა – რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი
http://www.amerikiskhma.com/a/a-54-…11. ალექსანდრე ტოტონოვი – რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი
http://apsnypress.ru/news/konstanti…12. ყაზბეგ ტაისაევი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
https://kprf.ru/kpss/163200.html13. დენის პარფენოვი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
https://kprf.ru/kpss/163200.html14. ლეონიდ კალაშნიკოვი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი
http://www.interpressnews.ge/ge/kon…15. ვლადიმერ ჟირინოვსკი – რუსეთის ფედერაციის დუმის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე
http://www.civil.ge/geo/article.php…16. ვიქტორ ოზეროვი – რუსეთის ფედერაციის დუმის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე
http://ghn.ge/com/news/view/2388017. ვლადისლავ სურკოვი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე
http://news.ge/ge/news/story/91161-…
http://news.ge/ge/news/story/156384…18. იოსიფ კობზონი – რუსეთის ფედერაციის დუმის წევრი, მომღერალი, ბიზნესმენი
http://newspaperbatumelebi.blogspot.com/...19. გენერალი რაშიდ ნურგალიევი – რუსეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
http://www.abkhazia.org.ge/index.ph...20. მარგარიტა სიმონიანი – Russia Today-ს რედაქტორი, ჟურნალისტი
https://www.rt.com/news/ruptly-rt-n...21. ოლგა პესკოვა – რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის განვითარების ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტი
http://vestnikkavkaza.net/news/soci...22. იური ტავროვსკი – რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის პროფესორი, ჟურნალისტი
http://vestnikkavkaza.net/news/soci23. მიხაილ პორეჩენკოვი – რუსი მსახიობი, რომელიც ამაყად აცხადებს ინტერვიუებში რომ 2008 წლის ომის დროს სროლის საშუალებაც მიეცა “я настрелялса 2008 в цхинвали”
http://www.mk.ru/social/2014/10/31/…24. სერგეი დორენკო – რადიოსადგურ “გავარიტ მასკვას” რედაქტორი, ჟურნალისტი, რომელიც ქართველების სიყვარულით მოცული “დასავლეთ კახეთის და სამეგრელოსგათავისუფლებას” ითხოვდა
http://www.timer.ge/video-dorenko-s...25. ალექსანდერ დუგინი – რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, რომელიც საჭიროებიდან გამომდინარე მთელი საქართველოს ოკუპაციას ითხოვდა «если придется оккупировать грузию надо оккупировать грузию»
https://lenta.ge/2017/02/алекс…26. დიმიტრი მედვედევი – რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი
http://liberali.ge/articles/view/10…

ამასთანავე, გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ ფესტივალებს, კონცერტებს, კონფერენციებს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ტარდება, რადგან მათ ხშირად სტუმრობენ რუსული სახელოვნებო ელიტის წარმომადგენლები. შესაბამისად, შავი სიისთვის ბევრი ინფორმაცია, სწორედ, ამგვარი წყაროებიდან გახდება თქვენთვის ცნობილი.

მზად ვარ, მომავალშიც მოგაწოდოთ ინფორმაცია და დაგეხმაროთ თქვენი საქმიანობის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის.

პატივისცემით, თინათინ ხიდაშელი- საქართველოს მოქალაქე”- აღნიშნულია ღია წერილში.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პრეზიდენტს თვითმმართველობის ვადამდელი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიახვედელიძის საქმის ახალი დეტალები(ვიდეო)