არასამთავრობოები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სოფო კილაძის გადადგომას ითხოვენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან, სოფო კილაძის გადადგომას ითხოვენ.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, სოფო კილაძე უფლებადამცველ ორგანიზაციებთან არ თანამშრომლობს, რეაგირებას არ ახდენს გადაგზავნილ განცხადებებზე და უფრო მეტიც, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პირადი სიმპათიებით არჩევს, ვისი უფლებები დაიცვას და ვისი არა. კილაძს გადადგომის მოთხოვნით დღეს საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გაიმართება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გადადგეს, როგორც უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, იმიტომ, რომ უბრალოდ პარადოქსულია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, როდესაც მიგაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვა, არის პირადი არჩევანი. მისი მოქმედება არ ჯდება არანაირ ეთიკაში და განსაკუთრებით პარლამენტარის ეთიკაში. შესაბამისად, ჩვენი ჩართულობა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში პრაქტიკულად გამორიცხულია, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ცდილობს შეგავიწროვოს, სამუშაო გრაფიკიდან ამოგაგდოს,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა ანა აბაშიძემ.

banner
წინა სტატიაშიწერილი არის შეთითხნილი და შეტანილი განათლების სამინისტროში, ვის მიერ, კაცმა არ იცის
შემდეგი სტატიახე-ტყის უკანონო მოპოვების საქმეზე დაკავებულ ზაქარია ქინქლაძეს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ