არასამთავრობოები პაპუაშვილთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ

მესამე სექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს და სხვა დაინტერესებულ მოსამართლეებს შეხვდნენ და დღეს გავრცელებული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტარი “საიას” თავმჯდომარემ ააკეთა:

„ძალიან საგანგაშოა თუ მსგავსი ფაქტები ხდება, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს. ასეთი ფაქტების ადგილი დემოკრატიულ და კანონმორჩილ საზოგადოებაში არ არის, მაგრამ მუდმივად, სანამ კანონმდებლობა არ მოგვცემს გარანტიას, რომ მსგავსი ქმედებების განხორციელების საშუალება არ ექნებათ სამართალდამცავ და უსაფრთხოების ორგანოებს და არ დაისჯებიან კონკრეტული ადამიანები, მუდმივად იარსებებს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებების ჩადენას შეეცადონ სხვა ადამიანები. მე ვიცი, უკვე იყო მზაობა რომ გიორგი პაპუაშვილი შეხვდეს უმაღლესი თანამდებობის პირებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს ეს შეხვედრა. ჩვენის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ინტერესს, რომ დახურულ ფორმატში შეხვედრა გაიმართოს გიორგი პაპუაშვილთან და სხვა დაინტერესებულ მოსამართლეებთან, რომ აღნიშნული ფაქტების შესახებ ინფორმაცია მივიღოთ“, – განაცახადა ანა ნაცვლიშვილმა

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე : პაპუაშვილის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება
შემდეგი სტატია“დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა”