“დედოლარიზაცია ჩვენთვის უალტერნატივო გზაა”

დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ, – ამის სესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულში ჟურნალიტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ამბობდა, რომ მოსახლეობა დოლარის გარეშე ცხოვრებას უნდა შეეჩვიოს.

“მე აბსოლუტურად ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენი ეროვნული ვალუტისთვის ნდობის გაზრდის მხრივ. ამისათვის კომპლექსური ნაბიჯებია გადასადგმელი. ამისთვის კეთდება საერთაშორისო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნული ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამის გარდა, დაგეგმილი გვაქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომელიც მიმართულია იქით, რომ საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომელიც შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ ამ გრძელვადიანი კომპლექსური გზით ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ გამყარდება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი, რაც ეროვნული ვალუტის გრძელვადიან დაგროვებას უწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოები პაპუაშვილთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურებიან