მანანა კობახიძე : პაპუაშვილის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ პაპუაშვილმა პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს და საგამოძიებო ორგანოს მტკიცებულებები უნდა მიაწოდოს:

„მან ზუსტად იცის, რა სამართლებრივი პროცედურებია დასაცავი იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები იქნეს გამორკვეული. მან დეტალებზე არ ისაუბრა და ზოგადი განცხადებები გააკეთა. თუკი ასეთ ქმედებებს ადგილი აქვს, მან უნდა მიმართოს პროკურატურას და დარწმუნებული ვარ, არცერთი ფაქტი არ იქნება რეაგირების გარეშე, თუმცა მგონია, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება ეს განცხადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს და მას მტკიცებულებები მიაწოდოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუკი პაპუაშვილს რეალური სამხილები აქვს, უნდა გამოირკვეს, რასთან გვაქვს საქმე. თუ პაპუაშვილს რაიმე სამხილი აქვს, მან როგორც მოსამართლემ, გამოძიებას ხელი უნდა შეუწყოს. სხვა შემთხვევაში, ის ხელს სასამართლოს დისკრედიტაციას შეუწყობს“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება აკრძალული მეთოდებით ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები პაპუაშვილთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამენ