არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში არიან დაბარებულები.

როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ხვალ, 12:00 საათზე, გამოკითხვაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია დაბარებული, 12:30 საათზე კი საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატირამ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ადამიანებმა, რომლებმაც სავარაუდოდ ყალბი პირადობების დამზადებაზე გააკეთეს განცხადებები, მტკიცებულებები უნდა წარადგინონ