ეკა ბესელია – ადამიანებმა, რომლებმაც სავარაუდოდ ყალბი პირადობების დამზადებაზე გააკეთეს განცხადებები, მტკიცებულებები უნდა წარადგინონ

ადამიანებმა, ვინც სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გააკეთეს განცხადებები, კონკრეტული მტკიცებულებები უნდა წარადგინონ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

დეპუტატის თქმით, მას მსგავსი განცხადების რეალობა ვერ წარმოუდგენია. თუმცა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რაც სწორი რეაგირებაა.

„გულწრფელად გითხრათ, ვერ წარმომიდგენია ასეთი ფაქტის რეალობა და ნამდვილობა, მაგრამ, რომ გამოვრიცხოთ რამე ტიპის ეჭვები და კითხვები, არ დავტოვოთ ასე ღიად ეს განცხადება, ამიტომ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ. ესეც არის სწორი რეაგირება და სამართლებრივი გზა. გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ პირველ რიგში იმ ადამიანებმა, ვინც ეს განცხადებები გააკეთეს უნდა დადონ კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები, წარმოადგინონ მოწმეები, გამოიკითხება ყველა პირი და გადამოწმდება მათ მიერ გაკეთებული განცხადებების სისწორე და ნამდვილობა“, – განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – ეკ­ლე­სია არ შე­იძ­ლე­ბა თავშესაფრად მო­ე­წყოს და გადაკეთდეს, ეკ­ლე­სი­ას თა­ვი­სი მი­სია აქვს