არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში არიან დაბარებულები.

როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ხვალ, 12:00 საათზე, გამოკითხვაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურია დაბარებული, 12:30 საათზე კი საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავენ და არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატირამ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე – ხელისუფლება ცდილობს, ქრთამით უცნობი პირები გამოიყვანოს, რომლებიც იტყვიან, რომ „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავარ პროკურატურაში დაიბარეს