რუსთავი 2 მოსამართლის განჩინების გასაჩივრებას ვერ ახერხებს

რადიო

რუსთავი 2-ს ყადაღის დადების შესახებ საქმის მასალები და განჩინება ამ დრომდე არ ჩაბარებია. ამის გამო სარჩელის უზრუნველყოფის ზომის გასაჩივრებას ტელეკომპანია ჯერ ვერ ახერხებს.

კომპანია სასამართლოს საქმის მასალების გაცნობის მოთხოვნით მიმართავს, თუმცა – არასამუშაო დღის გამო შესაბამისი წერილი დღეს ვერ ჩაიბარა და რუსთავი 2 მოთხოვნას ორშაბათს დააყენებს.

„ჩვენ ჩაგვბარდა განჩინება, რომელშიც გაურკვევლად ეწერა მოსამართლეს ძალიან ბევრი დეტალი. განჩინებაში არ იყო ნათლად მოსარჩელემ რა მიმართა, რა იყო დავის საგანი, კონკრეტულად რა მასალები იყო წარდგენილი სასამართლოსთვის და რის საფუძველზე გამოიტანა მოსამართლემ ეს დასკვნა. შესაბამისად, იმისათვის რომ გავასაჩივროთ მოსამართლის გადაწყვეტილება, გვჭირდება ვიცოდეთ ეს დეტალები“, – აცხადებს რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი.

განჩინების გასაჩივრება სამაუწყებლო კომპანიას მისი მიღებიდან 5 დღის განმავლობაში შეეძლება.

banner
წინა სტატიაში,,არასდროს წახვიდე ღირებულებების კომპრომისზე” –სააგენტო GHN-ი დამფუძნებელმა დატოვა
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე – ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს