არანორმალურია ის, როდესაც შენ უცხადებ უნდობლობას როგორც NDI-ს, ისე IRI-ს – ბოდიში, მაგრამ ვის ენდობი

პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში გაკეთებული განცხადებები, NDI-ს კვლევებისადმი უნდობლობის შესახებ, პრევენციულ ხასიათს ატარებს, რადგან მათ კარგად იციან როგორი იქნება „ქართული ოცნების“ რეიტინგი.

„ჯერ პარტიების რეიტინები არ არის გამოქვეყნებული და უკვე ამბობენ, რომ არ ენდობიან, ანუ წინასწარ იზღვევენ თავს პრევენციული განცხადებებით, რომ ჩვენ არ ვენდობით. იმიტომ, რომ ცხადია, იციან, NDI-ს მიხედვით მათი რეიტინგი იქნება საკმაოდ დაბალი.

არანორმალურია ის, როდესაც შენ უცხადებ უნდობლობას როგორც NDI-ს, ისე IRI-ს, ანუ ამერიკის ორი წამყვანი პოლიტიკური პარტიის ინსტიტუტს და მერე კითხვა ჩნდება – ბოდიში, მაგრამ ვის ენდობი, რომელი პოლიტიკური პარტიის ინსტიტუტს ენდობი. ამას ვერ ხვდებოდა ღარიბაშვილი, რომელიც ამბობდა, რომ არ ენდობა, კვირიკაშვილი უფრო რბილი ფორმით ამბობს, რომ სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ შინაარსი იგივეა, რომ შენ არ ენდობი ამერიკის წამყვანი პოლიტიკური პარიტიის ინსტიტუტს“, – განაცხადა შარაშენიძემ.

banner
წინა სტატიაშიეკონომიის მიზნით ვიეტნამში პატიმრებს გაანთავისუფლებენ
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი: ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან „გიულენის სკოლების“ დახურვის თაობაზე