ეკონომიის მიზნით ვიეტნამში პატიმრებს გაანთავისუფლებენ

ეკონომიის მიზნით ვიეტნამში პატიმრებს გაანთავისუფლებენ

cixeვიეტნამის ხელისუფლებამ ეკონომიის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში 20 ათასი პატიმარი გაუშვას ციხიდან. ეს არ შეეხება მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. სამ თვეში ერთხელ, ხელისუფლება პატიმრებს ჯგუფ-ჯგუფად გაანთავისუფლებს.
ერთი პატიმრის შენახვა ქვეყნის ბიუჯეტს წლის განმავლობაში 440 დოლარი უჯდება.
მთავრობა მსჯავრდებულთა განთავისუფლების შედეგად დაახლოებით 9 მილიონი დოლარის ეკონომიას გეგმავს – იუწყება BBC.

banner
წინა სტატიაშისკანდალი კალათბურთის ფედერაციაში და 2 500 000 ევროიანი ხელშეკრულება, რომელიც არ სრულდება!
შემდეგი სტატიაარანორმალურია ის, როდესაც შენ უცხადებ უნდობლობას როგორც NDI-ს, ისე IRI-ს – ბოდიში, მაგრამ ვის ენდობი