თურქეთის ელჩი: ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან „გიულენის სკოლების“ დახურვის თაობაზე

თურქეთის ელჩი: ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან „გიულენის სკოლების“ დახურვის თაობაზე

5 (1)აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოშიც შესაძლოა გააუქმონ ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებიც ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდება. საქართველოში თურქეთის ელჩის ზაქი ლევენთ გუმრუქჩუს ეს სიტყვები მოჰყავს თავის პუბლიკაციაში აზერბაიჯანულ სააგენტოს REPORT.AZ-ს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ელჩმა თურქეთში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა, რომ აზრი, თითქოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები აუცილებლად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, არის მცდარი. გუმრუქჩუს თქმით, თურქეთში უკანასკნელ დღეებში ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა, რაც ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა სამომავლოდ.
ელჩმა ქართველ და სხვა პარტნიორებს მიმართა, მშვიდად იყვნენ და განაცხადა, რომ მის ქვეყანაში მოვლენები ჩვეულებრივი ტემპით ვითარდება და რომ საქართველოს და სხვა ქვეყნების ტურისტებს არ უნდა შეეშინდეთ თურქეთში ჩასვლა.

banner
წინა სტატიაშიარანორმალურია ის, როდესაც შენ უცხადებ უნდობლობას როგორც NDI-ს, ისე IRI-ს – ბოდიში, მაგრამ ვის ენდობი
შემდეგი სტატიატრამპი პრეზიდენტობის შემთხვევაში ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებს