არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა – კაპანაძე ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე, ლიეჟში, მიხეილ სააკაშვილსა და ქართველ ემიგრანტებს შორის გამართული შეხვედრისას, მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, ის, რაც გუშინ ლიეჟში ხდებოდა, იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან ბუზისგან სპილოს შექმნის მცდელობა.

მისი თქმით, ნორმალური პრაქტიკაა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ხვდება თავის მომხრეებს რომელიმე ქვეყანაში, „თუმცა ის, რაც ხდებოდა, იყო სრულიად არანორმალური“.

„არანორმალურია, როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს ჩაშალოს ასეთი ტიპის შეხვედრა იქ თავისი მომხრეების გაგზავნით. აშკარა პროვოცირებას ჰქონდა ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად იყო ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანი. გაუგონარია, ასეთი ტიპის დამოკიდებულება და აგონია „ქართული ოცნების“ მხრიდან“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშივანო ზარდიაშვილი : აბსურდულია, რომ სასამართლოს ვმართავ
შემდეგი სტატია“თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია” – ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე