“თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია” – ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2019 12:36

“თუკი დარღვევა იყო, ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია” – ომბუდსმენი ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებაზე

ბელგიაში, ლიეჟში მომხდარ დაპირისპირებას, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდებოდა სახალხო დამცველი ეხმაურება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისთვის მიუღებელია ყოველგვარი სახის კონტრაქცია. თუმცა, ომბუდსმენი თვლის, რომ თუკი ლიეჟში მომხდარ აქციაზე კანონი დაირღვა ამაზე რეაგირება ბელგიელ სამართალდამცველებს უნდა მოეხდინათ.

“ზოგადად, ჩემთვის მიუღებელია კონტრაქციები, მე ვფიქრობ რომ ყველას უნდა შეეძლოს თავისუფლად გამოხატოს მისი შეხედულება შეიკრიბონ თავისუფლად ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში, თუკი დარღვევა იყო ეს არის ბელგიის სამართალდამცველთა კომპეტენცია და ჩვენ, მით უმეტეს სახალხო დამცველს ამ მოვლენებზე ნამდვილად არ შეუძლია რეაგირების განხორციელება,“-აცხადებს ნინო ლომჯარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ემიგრანტების შეხვედრას ლიეჟში პროვოკაციების გარეშე არ ჩაუვლია. „კურიერის“ კამერამ კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე საქართველოდან საგანგებოდ ჩასული სუს-ის, ის წარმომადგენლები დააფიქსირა, რომლებიც შეხვედრის ჩასაშლელად და პროვოკაციის მოსაწყობად ჩასულ ქართველებს კურირებდნენ.

კონგრესის შენობაში ის ემიგრანტებიც იმყოფებოდნენ, რომელიც „ქართულ ოცნებას“, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვაში ეხმარებოდნენ. ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა შეხვედრის შემდეგ პროვოკაციის მოწყობაც სცადა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 11, 2019 12:36

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics