არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს

ბოლო ორი დღის მანძილზე მაღაზიებში გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელს სფეროში არის საკმარისზე მეტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სასურსათო მაღაზიათა ქსელ „ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გეორბელიძემ განაცხადა.

„მინდა გითხრათ და დავადასტურო, რომ არანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს. ბოლო ორი დღის მანძილზე გაზრდილია მომხმარებლების რაოდენობა მაღაზიებში, მარაგები ჩვენს კომპანიებში და მთელს სფეროში არის საკმარისზე მეტი. აქედან გამომდინარე, ზედმეტი აჟიოტაჟი, ყოვლად ზედმეტია“, – განაცხადა გიორგი გეორბელიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნიკორას“ გენერალური დირექტორი – ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის
შემდეგი სტატიასაქართველოს და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი