საქართველოს და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი

დღეიდან, საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობების მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებით, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლა მხოლოდ ორი – ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების მეშვეობით განხორციელდება და უცვლელი რჩება 14 მარტიდან დროებით დაწესებული რეჟიმი, რომლის თანახმადაც, ორივე მხარე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას უზრუნველყოფს.

შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.

banner
წინა სტატიაშიარანაირი მღელვარების საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა