“არა ნამახვანჰესს” – აქცია ლონდონში

“არა ნამოხვანჰესს” – რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია ლონდონში საქართველოს საელჩოსთან გაიმართა. აქციის მონაწილეები სრულად იზიარებენ ჰესის მოწინააღმდეგეების მოთხოვნებს და ამბობენ რომ ხეობაში გიგანტური ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან ის საფრთხეს მთელს რეგიონს შეუქმნის.

აქციის მონაწილეებმა საელჩოში პრემიერ მინისტრის სახელზე პეტიცია დატოვეს. რომლითაც ისინი ჰესის მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის კონსული დააკავა
შემდეგი სტატიამერკელი AstraZeneca-თი აიცრა