გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. 16 აპრილს მას ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.
“მოხარული ვარ, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა გავიკეთე. აცრა პანდემიის დამარცხების გზაა”. – თქვა ანგელა მერკელმა.
გერმანიის ვაქცინის მარეგულირებელი ორგანო 60 წლის და უფროს ადამიანებს ურჩევს AstraZeneca-თი აცრას AstraZeneca-სა და თრომბის შემთხვევებს შორის უიშვიათესი შესაძლო კავშირის გამო. მერკელი 66 წლისაა.