რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის კონსული დააკავა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსული დააკავა.

როგორც რუსეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი, ალექსანდრ სოსანიუკი „სამართალდამცავი ორგანოებიდან დახურული ინფორმაციის მიღებაშია ბრალდებული“.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სოსანიუკი რუსეთის მოქალაქისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ აიყვანეს და ის რამდენიმე საათით იყო დაკავებული. უწყებაში განაცხადეს, რომ კონსულის წინააღმდეგ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ზომები იქნება გამოყენებული.

მომხდარს უკვე გამოეხმაურნენ კიევში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ დიპლომატი ამჟამად უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში იმყოფება, სადაც მიმდინარეობს მომხდარის დეტალების გარკვევა.

კიევში ასევე განაცხადეს, რომ „საპასუხო ნაბიჯებს უკვე ამზადებენ“.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა თბილისში – 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“არა ნამახვანჰესს” – აქცია ლონდონში