არ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის თქმით, ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება და გრძელდება მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობას და მმართველ პოლიტიკურ ძალასთან კოორდინაციას, რადგან როგორც წერეთელმა განაცხადა, კონკრეტული პოლიტიკური პირები ვერ მიიღებენ მნიშვნელოვან გადაწვეტილებას დამოუკიდებლად.
„ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება, გრძელდება ის ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა, რაც დღეს გვაქვს, მისთვის შეიცვლება ის, რომ ნაკლებად ჩაერევა ყოველდღიურად საქმიანობაში, ნაკლებად შეიწუხებს თავს, მაგრამ, ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემი აზრით, ის გააგრძელებს არაფორმალურად პოლიტიკურ საქმიანობასა და გუნდის კოორდიანციას, რადგან ის საბჭო, რომელიც დარჩა სწორედ ამაზე მიუთითებს, არიან ივანიშვილის მიმართ ძალიან ერთგული ადამიანები და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა დავითაია ემა ტუხიაშვილისა და ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს!
შემდეგი სტატიასამადაშვილი: ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა