პაატა დავითაია ემა ტუხიაშვილისა და ალეკო ელისაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს!

პრემიერის დღევანდელი განცხადება საზოგადოების დაპირისპირებისაკენ მოწოდებას გავდა

“პალიტრა ნიუსის“ ერთერში, ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა და ალიკო ელისაშვილმა იმის შესახებ ისაუბრეს, თითქოს პაატა დავითაიამ, თავის წარმომადგენლის მეშვეობით, პარლამენტის წევრის ხელფასი მოითხოვა და თურმე, მე პარლამენტის ხელფასს ვღებულობ.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ პაატა დავითაია,როგორც “ევროპელი დემოკრატების” პარტიის თავმჯდომარე საარჩევნო ბლოკის -“ძალა ერთობაშია” წევრი იყო. “ევროპელ დემოკრატების” არც ერთი დეპუტატობის კანდიდატი არ იყო საარჩევნო სიაში წარმოდგენილი. ჩვენ უარი ვთქვით საარჩევნო სიაში ყოფნაზე იმიტომ, რომ არ ვეთახმებოდით ამ სიის კომლექტაციას რაც ყველასთვის ცნობილია. პალიტრა ნიუსის წამყვანს, ტუხიაშვილს წარმოდგენაც კი არ ააქვს პარლამენტის კომპლექტაციაზე ვინ შევიდა პარლამენტში და ვინ ითხოვს ან ვინ მოითხოვა ხელფასი.

აქვე, ელისაშვილმაც , მისეულ სტილში, დაიწყო თემის განხილვა. ძალიან ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ტოქ შოუს წამყვანმა ტუხიაშვილმა არ იცის, რომელი წევრებისაგან დაკომლექტება პარლამენტი. პირველ რიგში, ვურჩევ „პალიტრა ნიუსის“ წამყვან ემა ტუხიაშვილს, ასვე, ელისაშვილს, გაერკვეს, ვინ არიან პარლამენტის წევრები და შემდგომ გამოხატონ თავიანთი ე. წ. აღშფოთება. იმედს ვიტოვებ, რომ „პალიტრა ნიუსის“ წამყვანი ტუხიაშვილი და ალეკო ელისაშვილი ტყუილისათვის საჯაროდ მოიხდიან ბოდიშს თუ არა, მათ სასამართლოს გზით მოუწევთ ამის გაკეთება,“ -აცხადებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია.

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: გიგლა ბარამიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვა
შემდეგი სტატიაარ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე – წერეთელი