სამადაშვილი: ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა

ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა, ვფიქრობ, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ შორის კონსულტაციების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ერთიანი პოზიცია უნდა დაიცვას.

„მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ უნდა შეაჯეროს ერთიანი მიდგომა. ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მოხდება ოპოზიციის დანაწევრება. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამ დახურულ კარს მიღმა უნდა იმსჯელოს შესაძლო სამოქმედო გეგმაზე და ერთიანი პოზიცია დაიცვას. ამ ყველაფრიდან ყველაზე სამწუხარო შედეგი იქნება, თუ მოხდება სხვადასხვა მიმართულებით ოპოზიციის დანაწევრება და ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიან ფრონტს ვერ შევინარჩუნებთ. ვფიქრობ, ფართო პოლიტიკური შეთანხმების გარეშე, რომელიც სრულიად პოლიტიკურ სპექტრს მისცემს შესაძლებლობას, რომ ხელი მოაწეროს შეთანხმებას, ჩვენ პოლიტიკურ კრიზისს ქვეყანაში ვერ განვმუხტავთ.

პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები უნდა ისხდნენ. თუ ამომრჩევლის უმრავლესობას არ ეყოლება საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში, ამით ჩვენ ვერ შევცვლით იმ პოლიტიკურ რეალობას, რომ პარლამენტი დარჩება, ასე ვთქვათ, არაწარმომადგენლობით ორგანოდ, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ამომრჩეველს.

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების შემდეგ რომ ის წავიდა, საერთოდ გაუგებარია „ქართული ოცნება“ ვის წარმოადგენს. ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილის გარეშე „ქართულ ოცნებას“ თუნდაც ის ხმები აეღო, რომელიც მათ აიღეს, გნსაკუთრებით, იმ ადამიანებმა, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს და შეიძლება, ხუთი ხმაც ვერ მიეღოთ ბიძინა ივანიშვილის გარეშე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარ ვფიქრობ, რომ მმართველ პარტიაში ვინმემ შეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს ივანიშვილის გარეშე – წერეთელი
შემდეგი სტატიაროდესაც საკითხი ეხება რელიგიურ აღმსარებლობას, ეს არის ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ ეს განახორციელოს – წერეთელი