მე არ ვისურვებდი მათ ტყავში ყოფნას იმიტომ, რომ მათ მიმართ არის აგრესია – ალექსი პეტრიაშვილი ქართულ ოცნებაზე

თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი, ალექსი პეტრიაშვილი, კურიერის პირდაპირ ეთერში NDI-ის კვლევებზე საუბრობს.

მისი თქმით, „ ქართულ ოცნებისთვის  ეს არის ჯერ ჟურნალი, მულტფილმი და მათ ყველაფერი წინ აქვთ, ისინი ჯერ არ მისულან მოსახლეობამდე“.

“ამ კვლევებმაც აჩვენა, რომ საზოგადოებაში არის უიმედობა და იმედგაცრუება პოლიტიკის პოლიტიკოსების მიმართ. ჩვენი შეთავაზებები დღეს არის ძალიან მკაფიო და რეალისტური. რაც შეეხება ქართულ ოცნებას,მათთვის ეს არის ჯერ ჟურნალი, მულტფილმი და მათ ყველაფერი წინ აქვთ, ისინი ჯერ არ მისულან მოსახლეობამდე. ყველაზე ცუდი, შავბნელი სიზმარი მათ წინ აქვთ, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს შეხვდებიან. მე არ ვისურვებდი მათ ტყავში ყოფნას იმიტომ, რომ მათ მიმართ არის აგრესია. მათ არაფერი არ უშველით, არც ისე 29 მილიონი,“ – განაცხადა პეტრიაშვილმა.

 

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერის იყო დასაწყისი