,,ხელისუფლება დაბნეულია და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გიორგი გაბაშვილი, არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი თქმით, არასდროს არ ჰქონია ხელისუფლებას ასეთი დაბალი რეიტინგი

“არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რიცხვში იქნება არჩევნები. მთავარია, მალე დასრულდეს ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა.  როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი რეიტინგის და კრახის ფონზე, რომ  არ არის საჭირო, ჩაერთოს ოფიციალური მექანიზმები საარჩევნო კამპანიაში და ასე გადაარჩინოს ხელისუფლება, მაგრამ ცხადია, ეს ასე არ გამოვა. არასდროს არ ჰქონია ხელისუფლებას ასეთი დაბალი რეიტინგი. ხელისუფლება არის დაბნეული და ვერ გაუგიათ, რა არის მათთვის უკეთესი,“ – განაცხადა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიამ დროისთვის საგანგებო სიტუაციათა მართვის ცენტრში 600-მდე ზარია დაფიქსირებული
შემდეგი სტატიამე არ ვისურვებდი მათ ტყავში ყოფნას იმიტომ, რომ მათ მიმართ არის აგრესია – ალექსი პეტრიაშვილი ქართულ ოცნებაზე