პრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერის იყო დასაწყისი

news
ავტ.: news აპრილი 16, 2016 22:22

პრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერის იყო დასაწყისი

მნიშვნელოვანი

  • „8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება. თავდაპირველად პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, იყო ის, რომ ეს ყოფილიყო ოქტომბრის მეორე ნახევარში. მაგრამ, ვინაიდან საჭიროა აქტის კონტრასიგნაცია, ამ კუთხით საჭიროა პრემიერს თანხმობა აქტზე,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

სხვა სტატიები

„პრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერს პოზიცია იყო დასაწყისი და შემდგომ 8 ოქტომბერი განისაზღვრა საბოლოო თარიღად,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„8 ოქტომბრის შეცვლა არ განიხილება. თავდაპირველად პრეზიდენტის პოზიცია, როდესაც ამ თემაზე დაიწყო საუბარი, იყო ის, რომ ეს ყოფილიყო ოქტომბრის მეორე ნახევარში. მაგრამ, ვინაიდან საჭიროა აქტის კონტრასიგნაცია, ამ კუთხით საჭიროა პრემიერს თანხმობა აქტზე,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი თქმით, კონსულტაციების შედეგად, ჩამოყალიბდა, რომ არჩევნები გაიმართოს 8 ოქტომბერს.

გიორგი აბაშიშვილმა არჩვენების თარიღი დანიშვნის მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერი განისაზღვრა აპრილში, რადგან მეტი დრო ყოფილიყო საარჩევნო კამპანიისთვის და პოლიტიკურ პარტიებს მეტი დრო ჰქონოდათ.

აბაშიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის და პრემიერის კომუნიკაცია ყოველთვის არის კონსტრუქციული.

„ყოველთვის ძალიან მეგობრულ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე სხვადასხვა ტიპის საუბრები, ასეთივე შეთანხმება შედგა. ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტის და პრემიერი თანხმდებიან და შემდგომ ხდება გადაწყვეტილება ისე, რომ შეთანხმება იცვლება,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვლიმა.

news
ავტ.: news აპრილი 16, 2016 22:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,893
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics