არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის გულდასაწყვეტი – წულუკიანი

არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის გადაწყვეტილება პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების შესახებ გულდასაწყვეტია.

„რა თქმა უნდა, ეს არის გულდასაწყვეტი. ვატიკანში გახლდით, როდესაც ეს მოხდა და თქვენი დახმარებით, მედიის მეშვეობით შევიტყვე ამ ამბის შესახებ და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები თუ კულისები, რაც გნებავთ, ის დაარქვით, არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, ვერც პრემიერ-მინისტრის, ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, ვერც ვიცე-პრემიერის, მინისტრის თუ დეპუტატის მიერ, ვერასდროს ვერ არის ხოლმე და არ უნდა იყოს ბოლომდე გამოტანილი საზოგადოებაში. ეს არსად არ ხდება და ეს არ არის წესი. ამით, შეიძლება, სხვა რაღაც პროცესებს დაუდო სათავე, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, უფრო მეტი რეალობის და ინფორმაციის მიწოდების, უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ ჩვენს წევრებს და მათ დაგვტოვეს სწორედ ამ მიზნით. ვნახოთ, რა იქნება მათი სათქმელი, კიდევ მეტი ალბათ, ვიდრე მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, შეფასებებიც გაკეთდება შესაბამისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიარ მეგონა, რომ სუბარი, რომელიც ომბუდსმენი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, რადგან ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს – ვაშაძე
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა – ბოკერია