არ მეგონა, რომ სუბარი, რომელიც ომბუდსმენი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, რადგან ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს – ვაშაძე

ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში. არ მეგონა, რომ სოზარ სუბარი, რომელიც სახალხო დამცველი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს, – ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარისა და დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან მმართველი გუნდის დატოვებას.

მისივე შეფასებით, მსგავსი ხერხებით „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზას აგვაცდინოს.

„სამწუხაროდ, საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც თავისი ერთი ნაწილი „ალტ-ინფოს” პარტიად აქცია და მეორე ნაწილი ვითომ მედასავლეთეა. ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში, არ მეგონა, რომ სოზარ სუბარი, რომელიც სახალხო დამცველი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს. ეს არის კატასტროფა და ,,ალტ-ინფო”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში – ზელენსკა
შემდეგი სტატიაარ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის გულდასაწყვეტი – წულუკიანი