აშშ-ს საელჩოში თანამდებობის პირთაგან განხორციელებული ძალადობა ივანიშვილის მიერ მოტანილი დეგრადაციის ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა – ბოკერია

საქართველოს უახლეს ისტორიაში, ძალიან დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაშიც კი მსგავსი ინციდენტი არ მახსენდება. ეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების სირცხვილია, იმის გამო, რომ ასეთი ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, არ არის ადვილად ჩამოსარეცხი“, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს საელჩოში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, ის განცხადებები, რაც ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისგან ისმის, დამამძიმებელია.

„ის, რომ ეს ხალხი ქართველობაზე დებს თავს და ამით ამართლებს თანამდებობის პირებისგან ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან მიღებაზე, სტუმრად ყოფნისას ძალადობას, პირდაპირი დიაგნოზია. ერთ-ერთი უმძიმესი გამოვლინებაა იმ დეგრადაციისა, რაც ივანიშვილმა მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიარ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის გულდასაწყვეტი – წულუკიანი
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრზე ღია თვალთვალისთვის ვაპირებ ხელისუფლებას ვუჩივლო – დეკანოიძე