“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” -ჭყონდიდის მიტროპოლიტი ომბუდსმენის პანსიონში შეშვებაზე

“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” – ასე ეხმაურება ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის შეშვების საკითხს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეუშვან თუ არა ომბუდსმენი თავშესაფარში, მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ ეკლესიას მის შეშვებაზე უარი არ უთქვამს და აპარატრმა ეკლესიას უნდა მიმართოს.

“ეკლესიამ გმოთქვა პოზიცია, მიმართოს [სახალხო დამცველმა] ეკლესიას და მერე ეკლესიასთან ერთად შეიძლება, რა თქმა უნდა,  იმის მიხედვით იმოქმედებენ. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს. უბრალოდ მიმათროს.”– აცხადებს სასულიერო პირი.

ავტორები: გვანცა სანაია, აკო ქიქავა

https://www.youtube.com/watch?v=v69FG4r8l3A

banner
წინა სტატიაში“ეს საკითხი სასინოდო არ არის”- მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე
შემდეგი სტატია“კარგი ადამიანია” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონზე