“ეს საკითხი სასინოდო არ არის”- მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე

 ეს საკითხი სასინოდო არ არის, მუშაობს გამოძიება, სინოდმა რა უნდა გააკეთოს, იქ ჯერ უნდა გავარკვიოთ რა ხდება, ფაქტობრივი მასალა, მერე შევხედოთ თუ საჭირო იქნება, სინოდზეც იქნება ეს საკითხი – ასე ეხმაურება მეუფე სტეფანე ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლნებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა შეუშვან თუ არა სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში, მეუფე ამბობს, რომ ეკლესიას მის შეშვებაზე უარი არ უთქვამს.

“ეკლესიამ გმოთქვა პოზიცია, მიმართოს [სახალხო დამცველმა] ეკლესიას და მერე ეკლესიასთან ერთად შეიძლება, რა თქმა უნდა,  იმის მიხედვით იმოქმედებენ. არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს. უბრალოდ მიმათროს.”– აცხადებს სასულიერო პირი.

როგორც მეუფე სტეფანემ ჟურნალისტებთან განაცხადა,  მეუფე სპირიდონი კარგი ადამიანია და პანსიონის ბავშვებზე უამრავი დრო დახარჯა.

ამასთან, როგორც მეუფე ამბობს, მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა და ეს ერთ-ერთი ნაწილია.

“მე ვერ გავიგე, ყველაფერი ჯერ არის არეულ-დარეული, ზოგი ისე ამბობს, ზოგი ასე და პირად პოზიციას უბრალო ინფორმაციებით ვერ ვაყალიბებ. მეუფე სპირიდონთან მქონდა კომუნიკაცია, კარგი ადამიანია. სხვა მხრივ ვერ გეტყვი, მე ვიცი, რომ უამრავი დრო დახარჯა მან ამ ბავშვებისთვის და სიყვარული, რაც მთავარია, გადადებული არის ამ ბავშვებზე. გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთ-ერთი ნაწილია და ეს პირადპირ ჩანს მოქმედებებში. მე ხო არ ვარ იმ სიტუაციაში ჩართული, რომ ვიცოდე.”-განაცხადა მეუფემ.

 

ავტორები: გვანცა სანაია, აკო ქიქავა

https://www.youtube.com/watch?v=v69FG4r8l3A

 

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი: ვიმედოვნებ, უფრო ნათელი გახდება, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში
შემდეგი სტატია“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” -ჭყონდიდის მიტროპოლიტი ომბუდსმენის პანსიონში შეშვებაზე