“კარგი ადამიანია” – ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონზე

 მეუფე სპირიდონი კარგი ადამიანია.  მე ვიცი, რომ უამრავი დრო დახარჯა მან ამ ბავშვებისთვის, სახსრები  და სიყვარული, რაც მთავარია, გადადებული არის ამ ბავშვებზე, – ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ნინოწმინდის პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, ეკლესიის დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ დამტკიცდა დანაშაულებრივი ქმედებები, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება, მეუფე ამბობს, რომ ინფორმაცია დადასტურებული არ არის და მკითხაობას არ აპირებს.

“როგორი კითხვები გაქვს იცი? ვიმკითხაო?- თუზე არ ვპასუხობ. დანაშაულის ნიშნებს ამბობენ, მაგრამ არის თუ არა, არ ვიცი.  არის სხვადასხვა ლაპარაკი. მე ზოგადად ვუყურებ სიტუაციას, როგორ იქნება,  როგორ განვითარდება. მე ვიცი, რომ მეუფე წესიერი ადამიანია, ვიცი, რომ ბავშვები ცუდად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ რა ხდებოდა, ეგ უკვე შევხედოთ.

 ის პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე იმ პანსიონზე, ეს ბავშვები გამოზარდა ასობით ხო, ამ წლების განმავლობაში, ის ადამიანები სრულფასოვანი წევრები არიან ჩვენი საზოგადოების, მანამდე იყვნენ ქუჩაში და სად არ იყვნენ, როცა მან იმ პანსიონატში მიიყვანა, მე ამას ვხედავ, დრო აჩვენებს.”-აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

ავტორები: გვანცა სანაია, აკო ქიქავა

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს” -ჭყონდიდის მიტროპოლიტი ომბუდსმენის პანსიონში შეშვებაზე
შემდეგი სტატია“ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე”- საპატრიარქოში შეხვედრა დასრულდა