არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგება – ჯაღმაიძე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტზე

პატრიარქისა და მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრთა შეხვედრა იწყება. საპატრიარქოში რამდენიმე მღვდელმთავარი უკვე მივიდა. როგორც ჟურნალისტებს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტი მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგება

“ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციას ჩამოსული. რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე იქნება საუბარი. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დიდი ინტერესია უკრაინის ავტოკეფალიის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ, ძირითადი თემა ეს იქნება”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას სინოდალური მსჯელობის შემდეგ მიღებს.

“ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესიის არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას და ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე,” – განაცხადა მამა ანდრიამ.

banner
წინა სტატიაშითბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოკითხულთა 39% პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
შემდეგი სტატიარომელ პარტიას მისცემდა ხმას არ იცის 27%-მა – პარტიების რეიტინგი NDI-ის კვლევაში