რომელ პარტიას მისცემდა ხმას არ იცის 27%-მა – პარტიების რეიტინგი NDI-ის კვლევაში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, შეკითხვას, რომელიც პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 36% პასუხობს, რომ არცერთი, 27%- ქართული ოცნება, 12%-ენმ, პასუხზე უარი განაცხადა 9%-მა, არ იცის 5%-მა. ევროპული საქართველო 3%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა პარტიები დაასახელეს 7%.

ამასთან ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 41%-ს გადაწყვეტილი აქვს, თუ ვის მისცემს ხმას, 52%-ს არა, 6%-მა არ იცის, 1% პასუხზე უარი განაცხადა.

გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მონაწილეობას მიიღებდა, 42 % არ მიიღებდა.

ყველა გამოკითხული რესპოდენტის (გადაუწყვეტელი, გადაწყვეტილი) შედეგების მიხედვით ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდა ხმას არ იცის 27%-მა, 24% აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, არცერთს 14%, უარი პასუხზე 14%, ენმ -11%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა 8%.

კონკრეტულად იმ რესპოდენტების გამოკითხვის შედეგები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვთ ასე გადანაწილდა

„ქართული ოცნება“ -29%, არ იცის 26%, უარი პასუხზე 13%, ენმ-12%, არცერთი პარტია 9%, პატრიოტთა ალიანსი 3%, სხვა 7%.

კითხვაზე, რომელ პარტია/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას 24%-მა არ იცის, 23% -ენმ, 16%- არ არსებობს ასეთი პარტია, 11%- უარი პასუხზე, 11% – ქართული ოცნება, 7%- პატრიოტთა ალიანსი, 3%- გირჩი, 6%-სხვა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშიარ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგება – ჯაღმაიძე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტზე
შემდეგი სტატიათბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი განხორციელდება და სანაცვლოდ ე.წ. ზებრა გადასასვლელი მოეწყობა