თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოკითხულთა 39% პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

“ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი” (NDI) კვლევის პოლიტიკური ნაწილის შედეგებს აქვეყნებს.

პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობის შეფასების კუთხით დიდ ქალაქებსა და სხვადასხვა დასახლებებში NDI-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ასეთია:

თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში გამოკითხულთა 39% ირაკლი კობახიძის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

საერთო ჯამში მოსახლეობის 38% აფასებს დადებითად პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში რეგიონის ლიდერია
შემდეგი სტატიაარ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგება – ჯაღმაიძე მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტზე