არ შევდივართ კინკლაობაში, არ გვინდა პასუხის პასუხი, რათა არ დაზიანდეს პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებათა საკითხებში, კახა კოჟორიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ პესიმისტურ პროგნოზს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით, არ უპასუხებს, რადგან ეს კინკლაობა საერთო პროცესს დააზარალებს.

ამის შესახებ კოჟორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ადმინისტრაციის წევრები ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდებიან.

“რაც შეეხება იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, თითქოს პრეზიდენტი დაასახელებს ვინმე თავის თანამშრომელს, მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის კინკლაობაში ჩვენ მიზანმიმართულად არ შევდივართ, არ ვპასუხობთ ასეთი ტიპის კომენტარებს, გამომდინარე იქედან, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვიაზრებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ ამოცანას, რომლის წინაშეც ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და ქვეყანა. არ გვინდა ასეთი ტიპის შეფასებებზე პასუხები, არ გვინდა ამან გამოიწვიოს პასუხის პასუხი და ამან მთლიანობაში დააზიანოს ის პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს “, – განაცხადა კოჟორიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტი სასამართლოში რეგულარულად თავის თანამშრომლებს ნიშნავდა, ამიტომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით მისი მოლოდინი პესიმისტურია.

banner
წინა სტატიაში,,ვიწყებ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან