,,ვიწყებ მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას”

ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ცესკოში განუცხადა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით, საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან დაიწყებს.

“დღეს ცესკოში ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად წარვადგინე. ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია. მოგვიანებით უნდა მოვიტანოთ მხარდამჭერთა ხელმოწერები. ამაზე მუშაობას ხვალიდან ვიწყებთ იმისათვის, რომ თბილისსა და რეგიონებში ჩემი ყველა მხარდამჭერის ხელმოწერა შეგროვდეს. მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და მონაწილეობას მივიღებ ხელმოწერების შეგროვებაში. ეს არის საზოგადოების ჩართულობის პირველი ნიშანი და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ხუთშაბათს ჩემს კამპანიას ოფიციალურად დავიწებ დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი, როგორც პრეზიდენტის ხედვა.
მე ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე ხელისუფლებას ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაარ შევდივართ კინკლაობაში, არ გვინდა პასუხის პასუხი, რათა არ დაზიანდეს პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს