ირაკლი კობახიძე: ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან

„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისათვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მიუხედავად საერთაშორისო დონეზე არსებული უარყოფითი ფაქტორებისა, ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით ლარის სტაბილურობა უზრუნველყოფილ იქნება.

„არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც, ასე ვთქვათ, ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად, სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიარ შევდივართ კინკლაობაში, არ გვინდა პასუხის პასუხი, რათა არ დაზიანდეს პროცესი, რომელიც გვინდა კარგად წარიმართოს
შემდეგი სტატიაგომბორის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მძღოლს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა