არ მჯერა, რომ რუსთავის ციხეში მისი რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამის მცდელობაც არ ყოფილა – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ნევროლოგი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელი არ არის.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ამ მიმართულებით პენიტენციური დაწესებულების მხრიდან მცდელობაც არ ყოფილა.

ამასთან, გიორგი გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ძირითადი მიზეზი ის სტრესია, რომელიც მან ჯერ რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანისას, შემდეგ კი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის დაწესებულებაში დაბრუნების მცდელობისას გადაიტანა.

“გარდა იმისა, რომ ის პატიმარია, მან ორჯერ მიიღო ძალიან მძიმე სტრესი. ერთხელ ეს იყო გლდანის მე-18 დაწესებულებაში მისი გადაყვანის დროს და მეორედ ის იყო გორში, 25-26 დეკემბერს, როცა მას გაუფრთხილებლად დაუპირეს ისევ რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა. ანუ ის უბრალო პატიმრობაში კი არ იმყოფება, გადაიტანა სერიოზული სტრესი, რამაც გამოიწვია ეს სიტუაცია.

მე ცოტა არ მჯერა იმის, რომ სრულყოფილი რეაბილიტაცია შესაძლებელია იქ, სადაც ის ახლა იმყოფება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მცდელობაც არ ყოფილა ამის და მცდელობა მაინც უნდა იყოს”, – თქვა გიორგი გრიგოლიამ.

ანემია, არასრულყოფილი კვება, ვერნიკეს ენცეპალოპათიის ნიშნები – ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელიც ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტს ამ დრომდე აღენიშნება.

banner
წინა სტატიაში“არჩევანი გვაქვს ცუდსა და უარესს შორის, კარგი არჩევანი არა გვაქვს” – კონსილიუმის წევრი სააკაშვილზე
შემდეგი სტატიაგამოხატულია წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია და ანემია – კონსილიუმის წევრი ექიმი მიხეილ სააკაშვილზე