“არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა”- წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, ის არ მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფოს დანაშაული ჩაიდინა, რადგან ეს არ არის დამტკიდებული, რაც შეეხება ამ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, წულუკიანის თქმით, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია:

მე არ მივიჩნევ, რომ სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, რადგან ეს არ არის დამტკიცებული. თქვენ იძახით, ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცების გვარებს, ეს თქვენ დაადგინეთ თუ ვინ. ეჭვი არსებობს, კი ბატონო, მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა, თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით – ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ, ან ნუ ატრიალებთ სახელებს და გვარებს აქეთ-იქით. სხვა ნაკლები მოგვიძებნეთ, ყველას ბევრი ნაკლი გვაქვს, მაგრამ არა ის, რაც არ გაგვიკეთებია. საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას თუ არა, ეს თქვენი გადასაწყვეტია და გადაწყვიტეთ, მაგრამ მე თუ მეკითხებით ჩემს პოზიციას, ის საპარლამენტო კომისია, რომელიც თქვენ შექმენით ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამოსაძიებლად და დამიბარეთ, კითხვები ვერ შეიმუშავეთ. მაჩალიკაშვილის საქმეზე თუ კომისია შეიქმნება, არ ვიცი დამიბარებთ თუ არა, რა შუაში ვარ, მაგრამ დამიბარეთ თუ გნებავთ, მაგრამ ვისაც დაიბარებთ, კითხვები მაინც მოამზადეთ და წესიერად გამოიძიეთ.“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიიყო დრო ქართულ ფულს “გუციკოები” დაარქვეს, – თეა წულუკიანის პასუხი რომან გოცირიძეს
შემდეგი სტატიაყაზახეთი: ტოკაევი – ახალი პრეზიდენტია, ნაზარბაევის ქალიშვილი სენატის სპიკერი