ყაზახეთი: ტოკაევი – ახალი პრეზიდენტია, ნაზარბაევის ქალიშვილი სენატის სპიკერი

ყაზახეთში 2020 წლის არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად კასიმ-ჟომატ ტოკაევი დაინიშნა, რომელმაც ფიცი მიიღო და საკუთარ მოსახლეობას დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევა შესთავაზა. მოგვიანებით, დღესვე, ექს-პრეზიდენტ ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი ყაზახეთის პარლამენტის უმაღლესი პალატის სპიკერად ერთხმად აიჩიეს. ის ადრე საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა სენატში. რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, სენატის სპიკერი ქვეყანაში მეორე პირია პრეზიდენტის შემდეგ.

ტოკაევმა მას შემდეგ, რაც ფიცი დადო, რომ კონსტიტუციას მკაცრად დაიცავს, განაცხადა, რომ “ჩვენი უდიდესი თანამედროვის, ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის სახელი უკვდავსაყოფია ამდაგვარად: ჩვენი დედაქალაქი ჩვენი პრეზიდენტის სახელს უნდა ატარებდეს და ერქვას ნურსულტანი”.

სახელის გადასარქმევად აუცილებელი იყო კონსტიტუციური ცვლილება, რაც სწრაფად მოგვარდა. პრეზიდენტმა წინადადება პარლამენტს გადაუგზავნა განსახილველად, საკონსტიტუციო საბჭომ ის დაამტკიცა, ქვედა და ზედა პალატის დეპუტატებმა კი ის პირველივე მოსმენით მიიღეს.
დოკუმენტი ძალაში ქვეყნის მეთაურის ხელმოწერის შემდეგ შედის.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეხვდა ექს-პრეზიდენტი ტოკაევის ინიციატივას. მანამდე ის დედაქალაქისთვის სახელის გადარქმევის წინააღმდეგ გამოდიოდა. “თუკი დეპუტატები მსგავს კანონს მიიღებენ, ის ჩემთან უნდა მოვიდეს ხელმოსაწერად. მე კი ასტანასთვის სახელის გადარქმევის მომხრე არ ვარ, მით უმეტეს, როცა საუბარია ჩემზე” – 2008 წელს ამბობდა ნაზარბაევი – “ბიბისი” წერს.

გარდა ამისა, ტოკაევმა დეპუატტებს უთხრა, რომ პირველი პრეზიდენტის სახელი უნდა დაერქვას ყაზახეთის ცენტრალური უბნების ქუჩებს, ყველგან გაიკრას მისი ფოტოები. ნაზარბაევის აზრი კი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. “ის რჩება ხალხის მამად” – ტოკაევმა თქვა.

banner
წინა სტატიაში“არ მივიჩნევ, რომ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა”- წულუკიანი
შემდეგი სტატიატერეზა მეიმ ევროკავშირს “ბრექსიტის” 30 ივნისამდე გადავადება სთხოვა